Thursday, September 18, 2008

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება iEARN -საქართველოს პროექტში: ’’ ჩემი სახელი მსოფლიოში’’.
პროექტის აღწერა:

1. პროექტის სახელი: ჩემი სახელი მსოფლიოში

2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ.
მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები,დახატონ ნახატები.
მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო სურათებს თავიანთი სახელის შესახებ.
მოსწავლეები აქვეყნებენ მათ მიერ გადაღებულ ფოტო სურათებს საიტზე http://www.panoramio.com/ საძიებო სიტყვით myname_project.

3.პროექტის სრული აღწერა: iEARN ის თანამშრომლობით პროექტში მონაწილე ბავშვები იკვლევენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე: სახელის დარქმევის ტრადიცია, ისტორია იმ რეგიონისა, სადაც ამ სახელის დღეობა აღინიშნება, ვის და როგორ შეუძლია ამ დღეობაში მონაწილეობის მიღება, რას ნიშნავს ეს პროცესი მოსწავლეებისათვის , მათი მშობლებისათვისა და ბებია- ბაბუისათვის.
iEARN 2005 გაზაფხულის სასწავლო ციკლის განმავლობაში პავლე თვალიაშვილმა, როგორც პროექტ ’’my name’’ ის კოორდინატორმა, მიიღო მრავალი ელ. ფოსტა როგორც სხვადასხვა ქვეყნების საერთაშორისო მონაწილეებისაგან, ასევე ქართველი მოსწავლეებისგან თემაზე ’’my name’’. ინტერნეტ ქსელში შესაძლებელია აღნიშნული ნამუშევრების ნახვა.
2008 წლის სექტემბერში მოსწავლეები გადავიდნენ ე.წ. web 2.0- ის გამოყენებაზე.

მოსწავლეები იძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას თავიანთი სახელის შესახებ, ისინი პასუხობენ შემდეგ კითხვებს:

· საიდან ხარ წარმოშობით?
· რა გქვია?
· რას ნიშნავს შენი სახელი მშობლიურსა და უცხო ენებზე?
· რატომ გქვია ეს სახელი?
· ვინ დაგარქვა ეს სახელი?
· ვინ არის/იყო პირველი ადამიანი შენს ოჯახში ვინც შენს სახელს ატარებს/ატარებდა?
· რომელ გამოჩენილ ადამიანს ჰქვია ან ერქვა შენი სახელი?
· რა არის შენი სახელის არაოფიციალური ფორმა?

მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები, დახატონ ნახატები. მათ შეუძლიათ შემოქმედებითად მიუდგნენ თავიანთ სახელს და მის თითოეულ ასოზე მოიფიქრონ მათთვის დამახასიათებელი ეპითეტები. მაგ.:

ლ - ლამაზი
ა - ალერსიანი
ლ - ლოგიკური
ი - ინტერესიანი

შესაძლებელია მოსწავლეებმა მოძებნონ თავიანთი სეხნია სხვადასხვა რეგიონში და გახდნენ მიმოწერით მეგობრები. 2008 წლის სექტემბრიდან, პროექტში მონაწილე ბავშვების კომუნიკაციისათვის ვიყენებთ ე.წ. web2.0 ის პრინციპებს. მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და პროექტ ’’ my name’’ ის ფორუმზე მათ ექნებათ საშუალება გაცვალონ ბმულები და ბლოგები, შექმნილი პროექტში მონაწილე მათი თანატოლების მიერ.

4. მონაწილეთა ასაკი: რეკომენდირებულია 6-18 წწ.

5. ვადები/ხანგრძლივობა: ნებისმიერი 1-2 თვის განმავლობაში მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად დაგეგმილი პროგრამის შესაბამისად.

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ-გვერდების გაკეთება, ტექსტების კითხვა და წერა, ინტერვიუს გაკეთება ოჯახის წევრებთან და სურათების გადაღება, ბლოგების გაკეთება.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ვებ-ბლოგები, ბუკლეტები, სლაიდ-შოუები.

8. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი. პროექტის შედეგების (ბლოგები, ბუკლეტები, ფოტოები) გაცნობა იმ ადამიანებსაც კი , ვინც არ არის ჩართული პროექტში საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა კულტურის თავისებურებას, აღმოაჩინოს მსგავსებები და თავისებურობები. დაინახოს რა მსგავსებაა უნიკალური კულტურის შვილების ცხოვრების წესში.

9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური, ან სხვა (სურვილისამებრ).

10. მოწილეები ქვეყნებიდან: ბელორუსი, სომხეთი, უკრაინა, რუმინეთი, საქართველო, ირანი, ინდოეთი, პაკისტანი, ამერიკის შეერთებული შტატები, სლოვაკეთი, ლიბანი, ბრაზილია, არგენტინა, სირია, ინდონეზია, ისრაელი, პალესტინა, თურქეთი ...

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული, საშუალებას იძლევა პედაგოგმა კონკრეტულ საგანთან დააკავშიროს არჩეული ღონისძიებები ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგის მისაღწევად.

12. პროექტის ფასილიტატორი: პავლე თვალაშვილი,


13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: pavlegeo@gmail.com

14. პროექტის ვებ-ბლოგი: http://nameprojectgeo.blogspot.com


პატივცემულო მასწავლებლებო და მოსწავლეებო, თქვენი ნამუშევრების გამოქვეყნების შემდეგ საიტზე http://www.blogger.com/, გთხოვთ შემატყობინოთ თქვენს მიერ გაკეთებული ბლოგების ბმულები.

პატივისცემით,
პავლე თვალიაშვილი
iEARN კოორდინატორი საქართველოში
iEARN-პედაგოგი ოსტატი,


87 comments:

dalikokh said...

Zalian saintereso proeqtia

Unknown said...

mogvewona Tqveni proeqti.Tu sheiZleba dagvikonkreteT ra vadebia gaTvaliswinebuli.

pativiscemiT ssip rustavis #5 skolis menejeri luiza gochiashvili

xato said...

ver gavige es proeqti ras unda exebodes roca gamosulia specialuri cigni gvarebis da saxelebis shesaxeb.am proektit axali kidev ra unda gavigo is tu rogor momwons chemi saxeli an ar momwons?shinaarsobrivad kidev ras unda moicavdwes?

Pavle Tvaliashvili said...

ქალბატონო ლუიზა, გთხოვთ გაეცნოთ პუნქტს: 5. ვადები/ხანგრძლივობა

Pavle Tvaliashvili said...

ხათუნა, გთხოვთ გაეცნოთ პუნქტს: 3.პროექტის სრული აღწერა.

ვერიკო სომხიშვილი, said...

ბატონო პავლე!
ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროექტმა.სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.

პატივისცემით გორის #8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ვერიკო სომხიშვილი

ვერიკო სომხიშვილი, said...

ბატონო პავლე!
ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროექტმა.სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.

პატივისცემით გორის #8 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ვერიკო სომხიშვილი

Pavle Tvaliashvili said...

დიდი მადლობა ინტერესისთვის, ქალბატონო ვერიკო.

ვფიქრობ თქვენი მოსწავლეები ბევრ საინტერესოს გაიგებენ პროექტში მუშაობის პერიოდში.

პავლე თვალიაშვილი

maiko said...

dzalian saintereso proeqtia. sheidzleba monawileobis migeba.mteli msoflios masshtabit xom mtlad saintereso gamova...

ელენე ფირცხალავა said...

batono pavle! dzalian momewona tqveni proeqti da aseve dzalian didi survili gamichnda am proeqtshi monawileobis migebaze,vfiqrob me da qalbatoni elene fircxalava chamovkalibdebit da ganvaxorcielebt am proeqts cvens moswavleebshi.. didi pativiscemit 52_e sajaro skolis madziebeli esma kavelashvili

ელენე ფირცხალავა said...

mogesalmebit
saintereso da mnishvnelovania es proeqti, radgan swored skolashi kolegebisatvis chatarebuli GEARN-is prezentaciis shemdeg chemma maziebelma gadwyvita am proeqtshi chaertos, vfiqrob eg ukve progresia. ra gamouva sxva sakitxia, mtavaria unda bavshvebtan ertad gaaketos!
axla kitxva dasazusteblad:
me-5 punqtshi mititebulia vadebi, seqtembridan 2 tveshi, es gulisxmobs tu ara oqtombris bolos?
(wsavla chentan sul raRac erti kviraa daiwyo da rac mtavaria am proeqtis axla gavecanit)
da meore
me -4 punqti , tqven mititebuli gaqvt :
moswavleta asaki/klasebi 6-15, gulisxmobs tu ara 6-dan 15 wlis asakis bavshvebs?
pativiscemit,
elene
tbilisi
52- sajaro skola

ელენე ფირცხალავა said...

mogesalmebit batono pavle!
zalian moxaria is rom GEARNI-is prezentaciis shemdeg chems maziebels gauchnda survili miigos monawileoba apoeqtshi moswavleebtan ertad, vfiqrob es ukve sainteresoa. ra gamouva ertad vnaxot.
misive txovnit minda davazusto vadebi,tqven mititebuli gaqvt me-5 punqtshiseqtembridan 2 tvis ganmavlobashi, gulisxmobs tua ra es rom oqtombris bolomde unda dasruldes?
da asaki: tqven giweriat me-4 punqtshi moswavleta asaki/klasebi 6-15 albat es asakobrivi kategoriaa , ara?
pativiscemit,
elene
52-e sajaro skola

tako said...

/ალიან კარგი და საინტერესო პროექტია.ვფიქრობ ყველასთვის საინტერესო იქნება საკუთარი სახელის წარმომავლობის გაგება.
პატივისცემით გორის №12 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი თამარ სამხარაძე.

lela said...

მეტად საინტერესო პროექტია.საინტერესოა რამდენადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი თავი,მეტი გაიგონ საკუთარი სახელის წარმოშობისა და მათი სახელის მატარებელი გამოჩენილი ადამიანების შესახებ.გაიცნობენ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ და მათი სახელისმატარებელ ადამიანებს;მათთან შექმნიან მეგობრულ მიმოწერას.გარდა ამისა მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ფანტაზიის უნარი --შექმნიან სხვადასხვა სახის
თვალსაჩინოებებსშესაჩლებლობებისა და უნარის მიხედვით.

ლელა ბედოშვილი ქ.გორი # 9 საჯარო სკოლა
ძალიან საინტერესო და სახალისო იქნება ამ პროექტზე მუშაობა.

მაკა ნუცუბიძე said...

ვფიქრობ რომ საინტერესო პროექტია. ამ პროექტით ბავშვები კიდევ უფრო კარგად შეისწავლიან საქართველოს ისტიორიას; განიმსჭვალებიან წინაპრების პატივისცემის გრძნობით; თავიანთთავში უფრო დაჯერებულები გახდებიან, განსაკუთრებით ისინი, რომლებსაც თავიანთი სახელები არ მოსწონთ....
პატივისცემით, მაკა ნუცუბიძე, გორის #1 სკოლის ინფ. მენეჯერი.

dalikokh said...

msurs monawileoba miviRo aRniSnul proeqtSi

mari ioseliani said...

kargi proeqtia

Pavle Tvaliashvili said...

ელენე, დიდი მადლობა თქვენს კოლეგას (მასწავლებლობის მაძიებელს)ესმა ყაველაშვილს და თქვენც. წარმატებებს გისურვებთ მოსწავლეებთან მუშაობისას.

რაც შეეხება კითხვებს:

ნებისმიერი 1–2 თვე 2008 წლის სექტემბრიდან 2009 წლის აგვისტომდე შუალედში. ანუ როცა გსურთ დაიწყეთ, მაგრამ 1–2 თვეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძლედეს.


ასაკს რაც შეეხება: ნებისმიერი ჯგუფი ასაკობრივი შუალედიდან 6–15 წწ.

პავლე

leila said...

საინტერესო პროექტია, მრავალი კითხვა შეიძლება გაუჩნდეს ადამიანს ამასთან დაკავშირებით.

lela said...

მეტად საინტერესო პროექტია, რამდენადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი თავი, მეტი გაიგონ საკუთარი სახელის წარმოშობისა და მათი სახელის მატარებელი გამოჩენილი ადამიანების შესახებ. გაიცნონ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მათ სახელს ატარებენ და დაამყარონ მათთან მიმოწერითი მეგობრული ურთიერთობები. ამასთან ერთად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ფანტაზიის უნარი, რადგან ისინი შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებს შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით.
არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებისათვის იქნება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო.
ლელა ბედოშვილი
გორის მე-9 საჯარო სკოლა
მათემატიკის მასწავლებელი

lela said...

მეტად საინტერესო პროექტია, რამდენადაც მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო მეტად შეიცნონ საკუთარი თავი, მეტი გაიგონ საკუთარი სახელის წარმოშობისა და მათი სახელის მატარებელი გამოჩენილი ადამიანების შესახებ. გაიცნონ სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც მათ სახელს ატარებენ და დაამყარონ მათთან მიმოწერითი მეგობრული ურთიერთობები. ამასთან ერთად მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ფანტაზიის უნარი, რადგან ისინი შექმნიან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოებს შესაძლებლობებისა და უნარის მიხედვით.
არაჩვეულებრივი პროექტია, რომელიც მოსწავლეებისათვის იქნება ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სამუშაო.
ლელა ბედოშვილი
გორის მე-9 საჯარო სკოლა
მათემატიკის მასწავლებელი

nino said...

gamarjobat!
saintereso proeqtia.21-e skolis 11 klasis moswavleebi da mec germanuli enis maswavlebeli giertdebit

nino mosieva

nino said...
This comment has been removed by a blog administrator.
nina said...

მოგესალმებით ბატონო პავლე!

გავეცანი თქვენს პროექტს და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა ჩემ II კლასელ მოსწავლეებთან ერთად.
გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას შემოქმედებით მუშაობასა და პირად ცხოვრებაში.
პატივისცემით,
გორის #4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: ნინო ოქროპირიძე.
ელ.ფოსტა: ninaoqro@gmail.com

nina said...

მოგესალმებით ბატონო პავლე!

გავეცანი თქვენს პროექტს და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა ჩემ II კლასელ მოსწავლეებთან ერთად.
გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას შემოქმედებით მუშაობასა და პირად ცხოვრებაში.
პატივისცემით,
გორის #4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი: ნინო ოქროპირიძე.
ელ.ფოსტა: ninaoqro@gmail.com

Pavle Tvaliashvili said...

დიდი მადლობა, ინტერესის გამოჩენისთვის, პატივცემულო პედაგოგებო და მოსწავლეებო.

გისურვებთ ნაყოფიერ მუშაობას! კვლევის პროცესში თუ გაგიჩნდებათ შეკითხვები შეგიძლიათ ფორუმში MYNAME შეგვეხმიანოთ.

პავლე თვალიაშვილი
პროექტის ფასილიტატორი
iEARN-GEORGIA/GEARN

Marina Doborjginidze said...

ბატონო პავლე, მოგესალმებით მე-4 საჯარო სკოლიდან. დავიწყეთ მუშაობა მე-10 კლასის მოსწავლეებთან ერთად.მოვამზადეთ პასუხები მოცემულ კითხვებზე. დავიწყეთ დამატებითი მასალის ძიება.

nina said...

Mogesalmebit batono Pavle!

Gacvdit inormacias tqvens proeqtze, “chemi saxeli msoflioshi” , mushaobis dackebastan dakavshirebit:

1. oqropiridze nino
2.goris #4 sajaro skola
3.dackebiti klasebis mascavlebeli
4. II klasi
5. vadebi: 24.10 – 24.12
6. ninaoqro@gmail.com

ვერიკო სომხიშვილი, said...

მოგესალმებით ბატონო პავლე!

ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.ვიწყებ მუშაობას 24 ოქტომბრიდან.
პატივისცემით ვერიკო სომხიშვილი,გორის #8 საჯარო სკოლის დაწყებიტი კლასების პედაგოგი

Pavle Tvaliashvili said...

გისურვებთ წარმატებებს პროექტში მუშაობისას!!

პავლე

irma said...

მოგესალმებით ბატონო პავლე!
ძალიან დამანიტერესა თქვენმა პროექტმა და ჩემს სადამრიგებლო VI კლასთან ერთად პირველი ნოემბრიდან ვიწყებ მუშაობას.
მადლობთ ასეთი საინტერესო პროექტისთვის.

cxveno said...

გამარჯობა ბატონო პავლე

ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი და 30 ოქტომბრიდან ვიწყებ გაკეთებას.

182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი

ნინო ჯინჭარაძე

ნინო ჯინჭარაძე said...

გამარჯობა ბატონო პავლე

ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი და 30 ოქტომბრიდან ვიწყებ მასზე მუშაობას.

182-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი

ნინო ჯინჭარაძე

მანანა კაპანაძე said...

ბატონო პავლე, გვაქვს სურვილი მონაწილეობა მივიღოთ ამ პროექტში.
წავიკითხეთ კომენტარები სადაც, მაგრამ შეკითხვა მაინც გაგვიჩნდა. ვადებში მითითებულია სექტემბრიდან 1/2 თვე. ჩვენ ამ პროექტს ნოემბერში გავეცანით, გამოდის რომ ტრენინგების დამტავრებამდე უნდა გავაკეთოთ.
ხომ არ იგულისხმება ტრენინგები დამთავრებიდან 2 თვე?

პატივისცემით,
ხაშურის #6 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი.

რუსო said...

რუსუდანი არ არის ქართული. სპარსულია. თუ გამომეხმაურებით, მინდა მოვიძიო მისი წარმოშობის ისტორია.ჩემთან ერთად იმუშავებს მეექვსე კლასის რამდენიმე მოსწავლე თავიანთ სახელებზე.

მანანა კაპანაძე said...

ძალიან საინტერესო პროექტია. ხაშურის მე–6 სკოლა აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას. გავეცანით თბილისის პირველი სკოლის მიერ შქმნილ პროექტს– ალექსანდრეზე და მოგვეწონა.
პირადად მე აქამდე არ ვიყავი დაინტერესებული ჩემი სახელით, ახლა კი დავინტერესდი და გავიგემ, რომ კუნძულსაც კი რქმევია. მოკლეთ ზალიან დავინტერესდით და იანვრიდან ვაპირებთ გაკეთებას.
პატივისცემით,
მანანა კაპანაძე, ხაშურის #6 სკოლა.

Tea Kruashvili said...

fantastiuri proeqtia

shato said...

natia sityvidan gamomdinare ar sheidzleba es saxeli ar mogwondes asocirdeba nateltan

shato said...

damainteresaf

nona said...

zalian saintereso proektia,mravalperovani,titkmis kvela sagnistvis saintereso.asakic sheuzgudavi. damaintersa zalian

Tea Kruashvili said...

dzalian kargi proeqti.gamovexmaurebi aucileblad

Tea Kruashvili said...

dazalin kargi proeqtia,aucileblad gamovexmaurebi

nona said...

sainteresoa zalian, momecona

nona said...

neta nona sadauri saxelia?

nana said...

mainteresebs semi saxelis carmosoba, saintereso proeqtia

nana said...

dazalian sainteresoa survili gamicnda gavecno semi saxelis carmosobas. nana 102skola

ქეთინო ჯინჯოლავა said...

მოგესალმებით ბატონო პავლე,
მოგვეწონა თქვენი პროექტი, გადავწყვიტეთ ვიმუშაოთ. პროექტის მეშვეობით ბავშვები გაეცნობიან თავიანთი სახელების მნიშვნელობა, წარმოშობას და ა.შ.

ქეთინო ჯინჯოლავა
ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის ისტ მენეჯერი

ქეთინო ჯინჯოლავა said...

მოგესალმებით ბატონო პავლე,
მოგვეწონა თქვენი პროექტი, სურვილი გვაქვს მონაწილეობა მივიღოთ. ბავშვები პროექტის მეშვეობით გაიგებენ თავიანთი სახელების მნიშვნელობას, წაროშობას და ა. შ.
ქეთინო ჯინჯოლავა,
ზუგდიდის №2 საჯარო სკოლის მენეჯერი

ნინო said...

ბატონო პავლე!
ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროექტმა.სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.
როგორ მოვიქცე შემდეგ ეტაპზე?
პატივისცემით გორის 10 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო წიკლაური

ნინო said...

ბატონო პავლე!
ძალიან დამაინტერესა თქვენმა პროექტმა.სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.

პატივისცემით გორის X საჯარო სკოლის პედაგოგი ნინო წიკლაური

ნინო said...

გავეცანი თქვენს პროექტს და გადავწყვიტე მივიღო მონაწილეობა ჩემს VII კლასელ მოსწავლეებთან ერთად.
გისურვებთ წარმატებებს და წინსვლას შემოქმედებით მუშაობასა და პირად ცხოვრებაში.
პატივისცემით,
გორის #10 საჯარო სკოლის მასწავლებელი: ნინო წიკლაური
ელ.ფოსტა: tatulisopo@gmail.com

mariam said...

გავეცანი თქვენს პროექტს და მაქვს სურვილი მივიღო მონაწილეობა.
პატივისცემით, გორის xსკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ გასიტაშვილი
mariami.gasitashvili@gmail.com

mariam said...

გავეცანი თქვენს პროექტს და სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.
პატივისცემით, გორის x საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი მარიამ გასიტაშვილი.

Pavle Tvaliashvili said...

მოგესალმებით ძვირფასო პედაგოგებო. მოხარული ვარ, რომ დაინტერესდით პროექტით ”ჩემი სახელი მსოფლიოში”. ვფიქრობ ეს პროექტი სხვა პრიექტების მსგავსად ბევრ საინტერესოს და სასარგებლოს მისცემს მოსწავლეებს.

პედაგოგებს შესაძლებლობა გაქვთ რაოდენობის შეუზღუდავად ჩართოთ მოსწავლეები პროექტში. მუშაობის ხანგძლივობა შეგიძლიათ განსაზღვროთ საჭიროებებიდან გამომდინარე.

შეკითხვები თუ გექნათ, არ მოგერიდოთ,

პატივისცემით,

პავლე თვალიაშვილი
პროექტის ფასილიტატორი

chelidze said...

მოგესალმებით, ბატონო პავლე
მომეწონა თქვენი პროექტი, ძალიან სახალისოა და სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
პატივისცემით ნინო ჭელიძე
149-ე საჯარო სკოლა

ნინო said...

ვიწყებთ მუშაობას ბლოგზე ,,ჩემი სახელი მსოფლიოში10“, ჩვენი ბლოგის ლინკია
http://nino-iccttrainingchemisaxeli.blogspot.com/

ნინო წიკლაური
გორის 10 საჯარო სკოლა

lara said...

gamarjobat batono pavle!
me var 177 sajaro skolis VIII klasis moswavle. chemi skolis pedagogis (dedachemia)daxmarebi shevqmeni blogi "chemi saxeli msoflioshi"
blogis misamarTia:eterikavtaradze.blogspot.com
zalian momewona es proeqti, albat gavagrzeleb mushaobas da gavamdidreb.
gmadobt. xval ukve giorgobaa, gilocav giorgobas gfaravdes ufali
eteri kavtaraze.
am komentars gigzavnit dedachemis fostidan

თეა ხუროშვილი said...

მოგვეწონა ბატონო პავლე თქვენი პროექტი.და გვსურს მონაწილეობა მივიღოთ.ჩვენი სკოლიდან მონაწილეობს დაწყებითი კლასის მასწავლებელი:ირინე ფარნიშვილი აქვს ჯგუფი შექმნილი მე-iv კლასის მოსწავლეებისგან:
1.ქეთევან დიდებელი
2.მარიამ ღონღაძე
3.ნინო ნეფარიძე
4.თინათინ კევლიშვილი
5.დავით ჭეჭელაშვილი
ბლოგის შექმნაში და მასალის განთავსებასი დახმარებას გავუწევ მე გორის მე-7 სკოლის მენეჯერი თეა ხუროშვილი

Pavle Tvaliashvili said...

მოხარული ვარ, რომ ახალი სკოლები ერთვება პროექტში. იქნებ შექმნილი ბლოგების ბმულების მოწერა შეძლოთ?

რომ გამოვაქვეყნო.


პავლე

მარინა ხუციშვილი said...

ძალიან მინდა ჩავერთო თქვენს პროექტში. საინტერესოა სახელის წარმოშობის ისტორიები.

მარინა ხუციშვილი said...

ძალიან გვინდა ჩავერთოთ თქვენ პროექტში. ბავშვებმა დიდი ინტერესი გამოთქვეს.

madina said...

Zalian kargi poeqtia

madina said...

ძალიან კარგი პროექტია.

Unknown said...

zalian saintereso proektia.

ელისო მაწკეპლაძე said...

dsalian saintereso proeqtia.survili gamichnda chemi moswavleebic chaerton.

Pavle Tvaliashvili said...

მარინა, გელით თქვენ და თქვენს მოსწავლეებს.

პავლე

გვანცა მგალობლიშვილი said...

dzalian momecona tqveni proeqti,bavshvebistvis saintereso iqneba sakutari saxelebis caromavlobis gageba.survili maqvs monacileoba mivigo tqvens proeqtshi.

ანა ცხვარიაშვილი said...

saintereso proeqtia,samcuxarod davagvianet.tu gagrzeldeba,didi siamovnebit mivigebt monacileobas.

ანა ცხვარიაშვილი said...

sainteresoa,magram davagvianet...tu gagrzeldeba,didi siamovnebit mivigebt monacileobas

Pavle Tvaliashvili said...

გმადლობთ, გვანცა, ანა არ დაგიგვიანიათ. შეიძლება ჩართვა. პროექტი არ დასრულებულა.

პავლე თვალიაშვილი
პროექტის ფასილიტატორი

თეა ხუროშვილი said...

ბ-ნ პავლე დავიწყეთ მუშაობა თქვენს ბლოგზე ჩვენი ბლოგის ლინკია
http://irinaivklasi.blogspot.com/
და კიდევ იქნებ საცდელ პროექტებში მიდევს ჩემი პროექტი,,გალაქტიონი" და შეცვალოთ ,,გალაკტიონად" წინასწარ მადლობა
vii სკოლის მენეჯერი თეა ხუროშვილი

Unknown said...

zalian saintereso proektia.

nanako said...

ბატონო პავლე!
თქვენმა პროექტმა ძალიან დამაინტერესა.ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. დავგეგმეთ იანვრის თვიდან მუშაობა.იმედი მაქს საინტერესო გამოვა.83-ე საჯარო სკოლა.ნანა გოგოჩაშვილი

Pavle Tvaliashvili said...

დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, მოკითხვა თქვენს მოსწავლეებს.

გმადლობთ ქეთი.


პავლე თვალიაშვილი

მანანა said...

ძალიან საინტერესო პროექტია . . .

marina said...

ვარ სპეციალობით ბიოლოგი,მაგრამ თქვენმა პროექტმა ძალიან დამაინტერესა და მსურს მივიღო მონაწილეობა ჩემს მოსწავლეებთან ერთად.
მარინა არუთინოვი
98-ე საჯარო სკოლა

Unknown said...

ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი. სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას. 48-ე საჯარო სკოლა

Pavle Tvaliashvili said...

მოხარული ვარ რომ მოგწეონათ პროექტი, წარმატებულ საქმიანობას გისურვებთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს.
პავლე

ელენე ფირცხალავა said...

ბატონო პავლე!
მოგესალმებით 52_ე საჯარო სკოლის მასწავლებლობის მაძიებელი სალომე (ესმა) ყაველაშვილი.
ჩვენ თითქმის დავასრულეთ პროექტზე მუშაობა. შეგიძლიათ იხილოთ ჩემი პირველი ნამუშევარი ამ ბმულზე.. :)
http://elene-elene-salome52-eskola.blogspot.com
პატივისცემით,
სალომე

Ana Sabekia said...

xobis training-Si monawile xeTis sajaro skolis maswavlebeli : ana sabekia

proeqti sainteresoa imdenad ramdenadac moswavleebmac gamoxates proeqtSi monawileobis miRebis survili.

ხათუნა ზურაბიანი said...

ბატონო პავლე!
ვიწყებთ თქვენს პროექტზე მუშაობას,მე-7 კლასელებს მოეწონათ და სამუშაო გეგმა შეადგინეს.

Pavle Tvaliashvili said...

ხათუნა, წარატებებს გისურვებთ!

oliko kvezereli said...

http://saxelimsoflioshi179.blogspot.com/
ბატონო პავლე 179–ე სკოლის პედაგოგები გიგზავნით მისამართს. მუშაობის პროცესში ვართ. ძალიან ცუდად მუშაობს სკოლებში ინტერნეტი და ხელი გვეშლება. გთხოვთ განათავსოთ, თანდათან შევავსებთ.

Pavle Tvaliashvili said...

განვათავსე :)

ვერიკო სომხიშვილი, said...

მოგესალმებით, ბატონო პავლე!
ჩემს II კლასის მოსწავლეებთან ერთად დავამთავრე მუშაობა თქვენს პროექტზე.
გიგზავნით ბმულს, გთხოვთ ,განათავსოთ.

http://gorisnsajaroskola.blogspot.com/
პატივისცემით ვერიკო სომხიშვილი, გორის #8 საჯარო სკოლის პედაგოგი

Pavle Tvaliashvili said...

მოგესალმებით, ვერიკო,
თქვენი ბლოგის სწორი მისამართია http://gorisn8sajaroskola.blogspot.com/

პატივისცემით,
პავლე თვალიაშვილი

p.S. ბმული განთავსებულია

შორენა ბადურაშვილი said...

მოგესალმებით ბატონო პავლე!
ძალიან მომეწონა თქვენი პროექტი.
არჩვეულებრივად ნიჭიერი და საინტერესო პიროვნება ბრძანდებით.
ტრენერი: შორენა ბადურაშვილი (ჭიათურა)